გიორგი ვაშაძე - „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ - გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე 10-მდე პირი მივიდა და იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაშაძემ მმართველ პარტიას მოუწოდა არჩევნებზე მარცხი აღიარონ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! საზოგადოებას მივმართავ, პასუხი იმაზე, რასაც ჩადიან უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ხმა განვითარებისკენ, რომ ამ უბედურ ძალას, რომელიც „ქართული ოცნებაა“, წერტილი დავუსვათ. „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ. გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ”,- აღნიშნა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან ხმაური იყო. 10-მდე პირი პარტიის ტერიტორიაზე მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება