ლევან ბეჟაშვილი - პარტიის ოფისთან გაჩერდა რამდენიმე ათეული მანქანა იყო, გადმოვიდნენ „დუბინკებით“ და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულები, შევიდნენ ოფისში, რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და უკვე ჩვენებსაც მოუწიათ პასუხის გაცემა

მერწმუნეთ, ამ ძალადობით ვერავის შეაშინებენ, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმაზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ისინი ხედავენ, რომ „ქართულ ოცნება“ მარცხდება ამ არჩევნებში და ამიტომ გადადიან აგრესიასა და ძალადობაზე.

"რამდენიმე ათეული მანქანა იყო, გაჩერდა, გადმოვიდნენ "დუბინკებით" და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულები, შევიდნენ ოფისში, რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და უკვე შესაბამისად, ჩვენებსაც მოუწიათ პასუხის გაცემა, ჩვენი ძალებით მოვახერხეთ და უკუვაგდეთ. ისინი გამოხატავდნენ აგრესიას, რადგან არიან აგონიაში, ხედავენ, რომ ხალხი ყველა უბნისკენ დაიძრა და ყველას ერთი მიზანი ამოძრავებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დღეს გაიმარჯვოს ევროპულმა მომავალმა, ისინი კი ხედავენ, რომ „ქართულ ოცნება“ მარცხდება ამ არჩევნებში და ამიტომ გადადიან აგრესიასა და ძალადობაზე, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ძალადობით ვერავის შეაშინებენ, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს