ზურაბ ჯაფარიძე - ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს - „ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში

„ოცნება“ დამარცხდა, გადადიან ოპოზიციაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს ამომრჩევლებს, ყველანი გამოცხადდნენ უბანზე და დააფიქსირონ თავისი არჩევანი, რადგან „რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“.

„ყველა წინასწარი მონაცემით, რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად ჩვენ შევქმნით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდგომ დავაკომპლექტებთ მთავრობას.

ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. დარჩენილია ერთი საათი, სანამ უბნები დაიხურება და ორი რამეა ახლა გასაკეთებელი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენი პარტიული წარმომადგენელი იყო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი, ვინც უბნებზე იდგა, იცავდა ხმებს, ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჯერ არაფერი არ დამთავრებულა, პროცესი მიდის. 8 საათზე დაიხურება უბნები, მერე იქნება ჯერ ოქმების ამობეჭდვა, იქ, სადაც ელექტრონულად ითვლიან ხმებს, შემდეგ იქნება ამის ხელით გადათვლა. თქვენ უნდა დარჩეთ ბოლომდე ამ უბანზე, სანამ არ დასრულდება ხელით გადათვლის პროცესი.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბნებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საათებში ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების გამოცხადება, ვინც ჯერ კიდევ არ მისულხართ, ყველანი გამოცხადდით უბნებზე. რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა, მით უკეთესი ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება