ნიკა მელია - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართული ოცნება“ არის საპარლამენტო უმცირესობაში, 40%-ზე ქვემოთ

ქედმაღლობაში არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა ოპოზიციური გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, რომ ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიამ იმ ამომრჩეველს, რომელიც ჯერ კიდევ არ მისულა ხმის მისაცემად, უბანზე დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდა.

„უპრეცედენტო აქტივობაა, თქვენ ეს შეძელით, საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების უპრეცედენტო გამოცხადებაა. აქტივობა 2012 წელს უტოლდება. ცვლილებები უკვე დადგა, „ქართული ოცნება“ არის საპარლამენტო უმცირესობაში - 40%-ზე ქვემოთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის საპარლამენტო უმცირესობაში. ოთხივე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ვულოცავ თითოეული მათგანის ამომრჩეველს, მათ ეს შეძლეს.

აქვე უნდა ითქვას, ქედმაღლობაში არ ჩაგვითვალოთ, მაგრამ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვნად წინ, ვიდრე სხვა ოპოზიციური გაერთიანებები, მაგრამ მთავარია, რომ ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს და ათასობით ჩვენი კოალიციის, სხვა კოალიციების დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახლა იბრძვიან ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად. მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ძალიან უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და მადლობა აბსოლუტურ უმრავლესობას იმისთვის, რომ არ აჰყვნენ „ქართული ოცნების“ პროვოკაციას. „ქართული ოცნების“ მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ჩვენი დამკვირვებლები, წარმომადგენლები გამოეყვანათ მდგომარეობიდან. ახლა, დარჩენილ ორ საათში მნიშვნელოვანია, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ვინც ჯერ არ მისულა და დარწმუნებული ვარ, ასეთი რამდენიმე ასი ათასი იქნება. უნდა მივიდეთ და გავაკეთოთ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ერთი ხმით ჩავდოთ ძალიან ძვირფასი, მოკრძალებული წვლილი და წილი საქართველოს უკეთეს მომავალში.

გასათვალისწინებელია, რომ იმ დაანგარიშებაში, იმ მონაცემებში არ შედის ქართველი ემიგრანტების ხმები, ვინაიდან, ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ისინი დგანან სხვადასხვა სახელმწიფოების დედაქალაქებში და ჯერ კიდევ რიგში არიან, რომ მისცენ ხმა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება