Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების  40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.

ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: -

(#41) “ქართული ოცნება“ - 40,9 %

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 %

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %

(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %

(#25) “გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 %

(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;

(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2%;

(#36) “გირჩი“ -2,3%;

სხვა პარტიები - 0,9%.

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით, "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა ეგზიტპოლი მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოიკითხა 14946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო