ირაკლი კობახიძე - ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს - გილოცავთ!

ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია - ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ! - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „გორბის“ ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტიის მხარდამჭერებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო.

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს. დიდი მადლობა ქართველ ხალხს. ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი მაინც განსაკუთრებულად რთული იყო. ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა ხელისუფლებასთან ერთად, მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. მადლობა ქართველ ხალხს, გამოცდილ და ბრძენ ხალხს. მადლობა თანადგომისთვის. ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ჩვენი მილიონზე მეტი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს. გილოცავთ!“,- განაცხადა კობახიძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.

კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ - 3.0 %; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2.2 %; სხვა - 2.7 %.

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება