ნიკა მელია - ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა - რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ

ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იყოჩაღა.

„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა. რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ - 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება