მამუკა ხაზარაძე - ძალიან ბევრ უბანზე იყო დარბევის და ძალადობის მცდელობა, მაგრამ იცოდნენ წაგებულ პოზიციაში იყვნენ და ეს ბოლო კუდის მოქნევებს ჰგავდა, ყველგან მშვიდი პასუხი მიიღეს

„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ წაგებულ პოზიციაში იყო და ეს რაღაც, ბოლო კუდის მოქნევებს ჰგავდა, რაზეც, სხვათა შორის, ყველგან მშვიდი პასუხი მიიღეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ დღევანდელი საარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, საქართველოში „ის მენტალობა დამთავრდა, რომელიც მას ამუხრუჭებდა“.

„ძალიან ბევრ უბანზე მცდელობა იყო დარბევის და ძალადობის, მაგრამ იცოდნენ წაგებულ პოზიციაში იყვნენ და ეს რაღაც, ბოლო კუდის მოქნევებს ჰგავდა, რაზეც, სხვათა შორის, ყველგან მშვიდი პასუხი მიიღეს.

მინდა გითხრათ, რომ განწყობა ძალიან კარგია. ჯამურად, პროდასავლურმა ოპოზიციამ მოიგო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დამთავრდა რუსული ტიპის ხელისუფლება. საქართველოში დამთავრდა ის მენტალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამუხრუჭებდა. ამ ქვეყანაში პროგრესი არ იყო, არც ევროკავშირის და ევროინტეგრაციის მიმართულებით, არც ბიზნესის და სხვა მიმართულებით. ამიტომ, ეს ყველაფერი დამთავრდა, გამარჯვება ჩვენია, ქართველი ხალხის! სწორედ ქართველი ხალხი იქნება იმ პროდასავლურ ქართულ ოპოზიციასთან ერთად, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან მალე გაიყვანს მშვიდობიან, გამარჯვების და რეფორმისტულ გზაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება