მამუკა მდინარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.

"როგორც უკვე იცით და ცესკოს საიტზეც გამოქვეყნდა მონაცემები, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, თითოეულ ადამიანს, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა მომავალზე ევროპულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ მომავალზე და „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს