ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ურთულესი არჩევნები იყო, მაგრამ  მოლოდინი იყო გამარჯვების და ასეც განვითარდა მოვლენები - ჩვენ ვიცით, საით მივდივართ - მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ

,ქართული ოცნება" გორში გამარჯვებას ზეიმობს.

გორის ყოფილი მერის და ,,ქართული ოცნების" საარჩევნო სიის 49-ე ნომრის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ უბნებზე პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, ,,ქართული ოცნება" დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს.

,,მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა პროვოკაციის საარჩევნო უბნებზე, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, იმიტომ, რომ არჩევნების პროცესი ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა, შესაბამისად, მათ მცდელობებს შედეგი არ გამოუღია. ურთულესი არჩევნები იყო, მაგრამ მოლოდინი იყო გამარჯვების და ასეც განვითარდა მოვლენები - ქართველი ხალხი ბრძენია, ჩვენმა ხალხმა აირჩია მშვიდობა, კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარება. ჩვენ ვიცით, საით მივდივართ - მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ", - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს