ამირან გიორგაძე - საარჩევნო შტაბს 2012 წლიდან ვხელმძღვანელობ და ასეთი შედეგი არასდროს გვქონია, მარნეულში უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში მარნეულში, თითქმის ყველა უბანი 80%-იანი უპირატესობით მოიგო.

გიორგაძის თქმით, მსგავსი შედეგი არასდროს ჰქონიათ.

"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ვაცხადებდით, რომ მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა იგრძნობოდა, დღეს ეს დადასტურდა. მარნეულის თითქმის ყველა უბანი დათვლილია და "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით იგებს. შემიძლია გითხრათ, რომ 70-80%-იანი მოგებაა ყველა უბანზე, რომელიც დათვლილია. მინდა მოსახლეობას, ამომრჩევლებს მადლობა გადავუხადო, მოსახლეობამ კარგად გაითავისა, რომ ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება. საარჩევნო შტაბს 2012 წლიდან ვხელმძღვანელობ და ასეთი შედეგი არასდროს გვქონია, მარნეულში უმაღლესი შედეგი დაფიქსირდა", - განაცხადა გიორგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს