მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია იტყვის, პარლამენტში არ შევალთო - ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ

ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. იტყვიან, პარლამენტში არ შევალთო. ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია არჩევნების ნაცვლად, 27 ოქტომბრისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ მისი თქმით, “ახლა გააგრძელებენ რაღაც სპექტაკლების დადგმას”.

„ოპოზიციას ქუჩის რესურსი მაშინ გამოეცალა, როდესაც საუკუნის აფერა დადგეს. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებოდნენ. 11%-ზე მეტი ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღო. მათი ყველზე წარმატებული პარტია „ნაცაგენტურა“ ნომერი 2 აღმოჩნდა. „ნაცებს“ გაასწრეს „ნაცობაში“. უფრო მეტმა „ნაცმა“ გვარამიას მისცა ხმა, ვიდრე თავად „ნაცებს“.

ისინი 27 ოქტომბრისთვის ემზადებოდნენ. ახლა გააგრძელებენ რაღაც სპექტაკლების დადგმას. ძალიან მაინტერესებს, რას მოიფიქრებენ და რას იტყვიან, როგორ გაყალბდა ელექტრონული არჩევნები. არანაირი რესურსი არ აქვთ. იტყვიან, პარლამენტში არ შევალთო. ნუ შემოვლენ! ძალიანაც მივქარეთ, რომ წინა შემთხვევაში ვეხვეწეთ. შარლ მიშელიც ჩამოვიდა, ცალკე ისინი ეხვეწებოდნენ, ცალკე ჩვენ. წინასწარ გეუბნებით, არანაირ ხვეწნას არ ვაპირებთ. ნურც შემოვლენ. მათ ნაცვლად მშვენივრად მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ შემოვლენ, ძალიან კარგი იქნება, შეიძლება მათ ერთ ამომრჩეველს მაინც მოფხანონ გული თავიანთი სულელური განცხადებებით. ან ერთი კანონის შექმნაში მაინც მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება