კახა კალაძე - ეს გამარჯვება პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს - არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად

ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და, რა თქმა უნდა, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებსა და ამომრჩეველს.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით, პირველ რიგში, მადლობით დავიწყო, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. მართლაც, რომ ძალიან ემოციური დღეა იმიტომ, რომ ეს გამარჯვება, პირველ რიგში, სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, სჭირდებოდა ამ ქვეყნის მომავალს. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ეროვნული ინტერესები, დაცული იყოს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესები და, რა თქმა უნდა, არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესების გასატარებლად.

მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის ყველა წევრს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღო უამრავი შეურაცხყოფა, აბულინგებდნენ, მაგრამ არ გატყდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას”, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება