კახა კალაძე - დიდი წარმოდგენა არ მაქვს ოპოზიციაზე, გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი

მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვიღებ არჩევნებში, ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს , - ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე არჩევნების შეჯამებისა და ოპოზიციის მოსალოდნელ გეგმებზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით უპასუხა.

როგორც კალაძემ განმარტა, ოპოზიციაზე დიდი წარმოდგენა არ აქვს და არ იცის, როგორ იმოქმედებს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ.

“არ ვიცი, ოპოზიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მის განცხადებას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, მთელი კამპანიის განმავლობაში. მე 2012 წლიდან მონაწილეობას ვიღებ არჩევნებში. ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო და კამპანია მე არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩაეტარებინა მისი კამპანია. რაც შეეხება ცესკო-ს მონაცემების აღიარება-არაღიარებას, სხვათა შორის დღეს, როცა გამოვდიოდი, თქვენი ჟურნალისტებიდან ერთ-ერთმა დამისვა კითხვა, მმართველი გუნდი რას გააკეთებდა, როცა გამოცხადდებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. რა თქმა უნდა, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მეც, პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ყველა შედეგს, რა შედეგიც არ უნდა იყოს გამოცხადებული ცესკო-ს მიერ, ამას მივიღებთ და შესაბამისად, ეს მოცემულობა იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ რას გადაწყვეტს ოპოზიცია, დიდი წარმოდგენა არ მაქვს ოპოზიციაზე, შესაბამისად, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება