არმაზ ახვლედიანი - ოთხივე ოპოზიციური პარტია ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული  გამარჯვების დაცვისა და მოქმედებების გეგმა - არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება

ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არმაზ ახვლედიანი FACEBOOK-ზე წერს.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ოპოზიციამ ახლა გამარჯვების დაცვის გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„ბარიერგადალახული და რეალურად გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, სასწრაფოდ შეიმუშაოს ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების დაცვისა და მომდევნო მოქმედებების გეგმა და შესაბამისი მტკიცე, ერთიანი, დროული, ეფექტური ნაბიჯებით არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება, უზრუნველყოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ევროპული პერსპექტივის გადარჩენა და შეუქცევადი წარმატება”, - წერს არმაზ ახვლედიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება