მამუკა მდინარაძე - ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი - მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა

გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ცოტა მეტ შედეგს ველოდით, როგორც ჩანს გახარიამ მოახერხა ჩვენი ხმების პარაზიტობა, ამისათვის იყო ის ჩანერგილი , - ამის შესახებ “ქართულო ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა კარგად გათვალეს“.

“ეგზიტპოლის შედეგებშიც კი არ ჩანდა იმიტომ, რომ ვიღაცებს რცხვენოდათ “ქართული ოცნების” ხმების პარაზიტის გამხელა, რომ მას უჭერდნენ მხარს. შეიძლება მონაცემები ოდნავ შეიცვალოს. დასანანია, რადგან მე პირადად მოლოდინი მქონდა, რომ 100 მანდატი გვექნებოდა. ის 8% გადაუნაწილებელი რომ ყოფილიყო, ჩვენ თავისუფლად ვახერხებდით ამას. როგორც ჩანს, აგენტურულმა პარტიებმა და მათმა პატრონებმა ეს კარგად გათვალეს. თუ გახარიას პარტია მოახერხებდა პარაზიტობას “ქართული ოცნების” ხმებზე, მაშინ 100 - მანდატიანი უპირატესობის შანსი ქრებოდა, სამწუხაროდ, ეს მოახერხეს, მაგრამ საბედნიეროდ საქართველოს ვერ მართავენ აგენტურული პარტიები და “ქართულმა ოცნებამ” და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა”, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს