უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, აჭარაში „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 251 ელექტრონული უბნიდან, ამ დროისთვის, დათვლილია 242 უბნის მონაცემები , - ამის შესახებ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უსკო-ს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნება” 56.66%-ით ლიდერობს. „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ”- 8.68% მიიღო; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”- 14.03%; „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”- 6.26%; ,,გახარია საქართველოსთვის”- 8.92%.

„აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 317 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 197 814 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 62.38%-ია. 251 ელექტრონული უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 242 უბანი. მონაცემები შემდეგნაირადაა განაწილებული:

„კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა”- 14 320 ხმა, 8.68%,;

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”-23 591 ხმა, 14.03%;

„ევროპელი დემოკრატები”- 872 ხმა, 0.53%,

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-2 274 ხმა, 1.38%,

„ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”-10 329 ხმა, 6.26%,

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო”- 651 ხმა, 0.39%,

,,თავისუფალი საქართველო” N20-892 ხმა, 0.54%,

„ტრიბუნა”-383 ხმა, 0.23%,

,,გახარია საქართველოსთვის”-14 724 ხმა 8.92%,

,,გირჩი”-3 468 ხმა, 2.1%,

„ქართული ოცნება”-934 94 ხმა, 56.66%“, – განაცხადა უსკო-ს თავმდჯომარემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება