ცესკო - ახლა ვებ-გვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა, რომ ახლა ვებ-გვერდზე იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები იტვირთება.

მან განმარტა ცესკოს შედეგების ვებ-გვერდზე ოქმების შესვლის პროცედურები.

"როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალის გახლავთ ის ოქმები, რომლებიც გადაითვლება ხელით და შესაბამისად, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიგზავნება ცესკოს ვებ-გვერდზე. ეს ოქმები ნელ-ნელა იტვირთება და შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, ნახოს ის.

ამასთან, ცალსახად მინდა განვმარტო, რომ ამ ოქმების შედეგები ჩვენი რეზულტატების ვებ-გვერდზე არის ცალკე, ხოლო მათ, ვისაც აინტერესებს ელექტრონული არჩევნების შედეგები, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, საათსა და ორმოც წუთში, ელექტრონული არჩევნების ბანერზე ღილაკის მიჭერით, თქვენ ნახავთ ზუსტად იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების მიერ დათვლილი შედეგების მიხედვით.

ახლა ვებ-გვერდზე შემოდის იურიდიული ძალის მქონე, ხელით დათვლილი შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შედეგებს, იმავე გვერდზე, ღილაკზე „ელექტრონული არჩევნები“ ხელის დაჭერით, თქვენ ნახავთ ელექტრონული არჩევნების შედეგებს. ყოველგვარი გამჭვირვალობის დაცვით, მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ორივე შედეგი არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარისთვის“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება