„ჩემი ხმა“ - არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა - შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის, „ჩემი ხმა“ ერთ-ერთმა წევრმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისაც გამოიყენეს სხვადასხვა მეთოდები.

"აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა, რომლის განხორციელებისთვისა გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა, ვერიფიკაციის სისტემის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისთვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურებზე დაკვირვებაზე ხელის შეშლა. დღის პირველ ნახევარში მასობრივად ჰქონდა ადგილი ამომრჩევლებისთვის ორი ან მეტი ბიულეტენის გადაცემას.

ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენებზე მმართველი პარტია იყო უკვე მონიშნული. აშკარა გახდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევისა და ე.წ. ქირაობის, ასევე პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები და მედია რეპორტაჟები სწორედ აღნიშნული სქემის განხორციელებას ემსახურებოდა.

სწორედ, ამგვარი მანიპულაციის შედეგად გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ახლა ჩვენ ყველანი ვხედავთ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულ შედეგებში.

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს