ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„გილოცავთ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას, რომელიც არის თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალა. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი. მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია ალიევის განცხადებაში.

მისი თქმით, სწამს, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯანულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას.

„ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით, მოსახერხებელ დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა