მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლელა ქრისტესიაშვილის განცხადებით, ოლქში შესული საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. მისივე განმარტებით, მარნეულში არჩევნებში მონაწილეობა 43 878 ადამიანმა მიიღო.

„მიმდინარე ეტაპისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან ყველა შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია. აქტივობა დაახლოებით, 43% იყო, რაც ამომრჩეველთა რაოდენობაში გამოიხატება 43 878 ადამიანში. აქტივობას რაც შეეხება სუბიექტების მიხედვით, დაახლოებით, 80%-ით ლიდერობს "ქართული ოცნება“. ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუ 69-ე საარჩევნო უბანს თუ არ ჩავთვლით, რასთან დაკავშირებითაც მყისიერი რეაგირება გვქონდა საოლქო საარჩევნო კომისიასაც და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც. აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის პროცესი შევწყვიტეთ და შედეგები გავაბათილეთ.

საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება ძირითადად",- განაცხადა ქრისტესიაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება