ირაკლი კობახიძე - სისტემა, რომელიც საარჩევნო კომისიაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას - რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია

რეალურად, სისტემა, რომელიც საარჩევნო კომისიაში დაინერგა, სრულად გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას - რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების პირობებში არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამორიცხული იყო.

„იყო ზოგადი საუბრები, თუმცა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. შეუძლებელია ვინმემ რაიმე კონკრეტიკაზე ისაუბროს. რეგისტრაცია, ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდებოდა. ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები, შესაბამისად, აბსოლუტურად გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია. არა მხოლოდ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც კონკრეტული პარტიები და მათი წევრი „ენჯეოები“ საუბრობენ, იმედდაკარგული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებებია - ეს არის და ეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება