დსთ-ს გენერალური მდივანი - არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა

არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა.

„არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ლებედევმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, შორსაა რეალობისგან.

„კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - არ შეიძლება არ ახარებდეთ, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს“, - აღნიშნა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს