ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ფოთში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს - ამ დროისთვის, ოლქში შემოსულია ექვსი საჩივარი

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ქალაქში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

მისივე ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 22 126 ადამიანმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24, 57 % -ს შეადგენს.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით ფოთში პარტია "ქართული ოცნება"ლიდერობს.

როგორც სალომე როდონაიამ აღნიშნა, ოლქში შესულია ექვსი საჩივარი და მათი განხილვაც კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება.

„ფოთში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლები ყველა საარჩევნო უბანზე აქტიურობდნენ. მოსულია 22 126 ამომრჩეველი რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24, 57%-ს შეადგენს. წინასწარი მონაცემებით, #70-ე ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს. რაც შეეხება საჩივრებს, სულ შემოსულია ექვსი საჩივარი. მათ შორის არის როგორც პროცედურული ხასიათის, ასევე, სარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ხალხის მობილიზებასა და მიკროავტობუსებთან დაკავშირებული საჩივრები. საოლქო საარჩევნო კომისია მითითებულ ვადებში განიხილავს ამ საჩივრებს და მიიღებს, შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სალომე როდონაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება