ვახუშტი მენაბდე - ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს - დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ

ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს - დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მენაბდის შეფასებით, კარგა ხანია ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა, მიუხედავად იმისა, 26 ოქტომბრის არჩევნებში რა მასშტაბის იყო დარღვევები.

“სულ ცოტა გაზაფხულის შემდეგ ეს ნათელზე ნათელია.

ამიტომ ახლა მთავარი სტრატეგია ვერ იქნება პარტიების მიმართ დამუნათებაშერეული მოწოდებები: “ჩვენი ხმები უნდა დაიცვათ!” “მტკიცებულებები მოაგროვეთ გაყალბების!” - ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა (და ცოტა ფრუსტრაციის გემო დაჰკრავს), მაშინ როცა პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.

„ოცნებამ“ საზოგადოება ორად გაყო, მისი ერთი ნაწილი, გამოაცალკევა და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ გამოაცხადა. ამავდროულად კი მთელი პოლიტიკური სისტემა მიიტაცა. არჩევნების შედეგები ამ ოპერაციის დასასრულია უბრალოდ. ამ ოპერაციის შედეგად მან გადაჭრა ჩვენი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებასთან. ის, რაც ჩვენ მოქალაქეებად გვაქცევდა, რასთან მიმართებაშიც საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, განვსაზღვრავდით ხელისუფლებამ გაანადგურა. ეს ჩვენ „ოცნებისვე“ სტატისტიკითაც კი ამ ქვეყნის ნახევარი ვართ (და ისე კი ბევრად მეტი) და გვევალება ერთმანეთი ვიპოვოთ.

ახლა ჩვენი, როგორც მოქალაქეების ერთადერთი ამოცანაა ეს გაწყვეტილი კავშირი აღვადგინოთ და ამას ვერავის გადავაბარებთ. ამ კავშირის აღდგენის გზაზე შეიძლება ბევრი რამე გვეღობებოდეს, მაგრამ “ქართული ოცნება“ მათგან პირველია.

ამდენად ახლა ჩვენი ფიქრი, მოქმედება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ადგილის დაბრუნებისკენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებისკენ, ამ გადაჭრილი კავშირის აღდგენისკენ. ეს როგორ გავაკეთოთ ამას ვერც სადამკვირვებლო ორგანიზაციები გვეტყვიან, ვერც ეუთო და ვერც არსებული პარტიები. ტყუილად ველოდებით მათ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რესურსები უნდა გავაერთიანოთ, გრძელი და რთული გზა გვექნება გასავლელი და მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ არ გვჭირდება ფუჭი იმედები, რომ ვიღაცა გამოააშკარავებს, დაიცავს, უზურპატორს დაამარცხებს, რადგან ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, ნათელია, რაც დასაცავია და ისიც ვიცით, რომ ამას ნება სჭირდება, გამარჯვების ნება.

ეს არის განსხვავება ნებას და იმედს შორის. იმედს სხვა გაძლევს და ნება შენში ყალიბდება. იმედი შეიძლება გაიფანტოს, მაგრამ ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ სურვილი - დაიცვა საკუთარი ღირსება და დემოკრატია - შეიძლება გაუქრეს?“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ვახუშტი მენაბდე - ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს - დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ

ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს - დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ, - ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მენაბდის შეფასებით, კარგა ხანია ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა, მიუხედავად იმისა, 26 ოქტომბრის არჩევნებში რა მასშტაბის იყო დარღვევები.

“სულ ცოტა გაზაფხულის შემდეგ ეს ნათელზე ნათელია.

ამიტომ ახლა მთავარი სტრატეგია ვერ იქნება პარტიების მიმართ დამუნათებაშერეული მოწოდებები: “ჩვენი ხმები უნდა დაიცვათ!” “მტკიცებულებები მოაგროვეთ გაყალბების!” - ეს პასუხისმგებლობის გადაბარებაა (და ცოტა ფრუსტრაციის გემო დაჰკრავს), მაშინ როცა პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.

„ოცნებამ“ საზოგადოება ორად გაყო, მისი ერთი ნაწილი, გამოაცალკევა და არაკეთილსაიმედო მოქალაქედ გამოაცხადა. ამავდროულად კი მთელი პოლიტიკური სისტემა მიიტაცა. არჩევნების შედეგები ამ ოპერაციის დასასრულია უბრალოდ. ამ ოპერაციის შედეგად მან გადაჭრა ჩვენი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებასთან. ის, რაც ჩვენ მოქალაქეებად გვაქცევდა, რასთან მიმართებაშიც საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, განვსაზღვრავდით ხელისუფლებამ გაანადგურა. ეს ჩვენ „ოცნებისვე“ სტატისტიკითაც კი ამ ქვეყნის ნახევარი ვართ (და ისე კი ბევრად მეტი) და გვევალება ერთმანეთი ვიპოვოთ.

ახლა ჩვენი, როგორც მოქალაქეების ერთადერთი ამოცანაა ეს გაწყვეტილი კავშირი აღვადგინოთ და ამას ვერავის გადავაბარებთ. ამ კავშირის აღდგენის გზაზე შეიძლება ბევრი რამე გვეღობებოდეს, მაგრამ “ქართული ოცნება“ მათგან პირველია.

ამდენად ახლა ჩვენი ფიქრი, მოქმედება და ენერგია მიმართული უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ადგილის დაბრუნებისკენ, ჩვენი ქვეყნის დაბრუნებისკენ, ამ გადაჭრილი კავშირის აღდგენისკენ. ეს როგორ გავაკეთოთ ამას ვერც სადამკვირვებლო ორგანიზაციები გვეტყვიან, ვერც ეუთო და ვერც არსებული პარტიები. ტყუილად ველოდებით მათ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ, რესურსები უნდა გავაერთიანოთ, გრძელი და რთული გზა გვექნება გასავლელი და მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ არ გვჭირდება ფუჭი იმედები, რომ ვიღაცა გამოააშკარავებს, დაიცავს, უზურპატორს დაამარცხებს, რადგან ყველაფერი უკვე ხელის გულზე დევს, ნათელია, რაც დასაცავია და ისიც ვიცით, რომ ამას ნება სჭირდება, გამარჯვების ნება.

ეს არის განსხვავება ნებას და იმედს შორის. იმედს სხვა გაძლევს და ნება შენში ყალიბდება. იმედი შეიძლება გაიფანტოს, მაგრამ ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ სურვილი - დაიცვა საკუთარი ღირსება და დემოკრატია - შეიძლება გაუქრეს?“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა