ცოტნე ანანიძე - სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც „ტრამვაი“ ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. მისი თქმით, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ანანიძის განცხადებით, სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც „ტრამვაი“ ვერ იქნებოდა.

„სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც ,,ტრამვაი” ვერ იქნებოდა…მარტივად! ყველგან 60% -ზე მეტია.

შეიძლება ბევრი რამე ან ბევრი ვინმე არ მოსწონთ, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და უდიდესი მადლობა ამისთვის ხალხს!“- წერს ანანიძე facebook-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება