ხატია დეკანოიძე - ნუ გჯერათ, რომ 54% აიღო - პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა, მე სხვა ყველანაირი გეგმა სისულელე მგონია

პროტესტი და ბრაზი უნდა იგრძნოს ყველამ. ნუ გჯერათ, რომ 54% აიღო, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, ახლა სამოქმედო გეგმა პროტესტი უნდა იყოს.

„ამ ქვეყანაში არჩევნები არ და აღარ ჩატარდება, ან ყველა ამას გავიგებთ, ან ამ არჩევნებს ვინც აღიარებს, იმათაც დაიჭერს- თქვა ეს ივანიშვილმა.

პროტესტი და ბრაზი ყველამ უნდა იგრძნოს. ნუ გჯერათ, რომ 54% აიღო. მე ვიყავი უბნებზე და ვნახე ხმებს როგორ იღებენ.

პროტესტი, თავგანწირვა და ივანიშვილის არალეგიტიმურობა, მე სხვა ყველანაირი გეგმა სისულელე მგონია“,-წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს. რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.781 % (181 424 ხმა) აქვს;

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.761% (160 354 ხმა).

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება