მარგარეტა სიდერფელდი - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

„უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე გამოხატვისა და შეკრება-გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან. ამის შედეგი კი არის პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია უკვე ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროტესტი. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი“,-აღნიშნა მარგარეტა სიდერფელდმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს