ტომ მალინოვსკი - ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს - რაც შეეხება შედეგებს, ვნახეთ საჩივრები და ლეგიტიმური კითხვის ნიშნები

ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა კონგრესმენმა და სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის მიმართულებით, ტომ მალინოვსკიმ განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა.

მან აღნიშნა, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული პროცესების მიმართ.

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე. ეს არის საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს. ამიტომ, მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, მათ შორის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას უკავშირდებოდა“,-განაცხადა მალინოვსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს