ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე - ის ხელახლა უნდა შეფასდეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე.

მისივე შეფასებით, შემდეგ პარლამენტმა აღნიშნული კანონი ხელახლა უნდა შეაფასოს.

„მინდა, ასევე ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში არსებობდა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ეს ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს [კანონი] ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იქნეს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.

რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული და დაცული იქნას ყველას თავისუფლება“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს