პერ ეკლუნდი - ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარებას საჭიროებს - კონფრონტაციები ყოველთვის იქნება, მაგრამ წინსვლის გზა უნდა გამონახო და სულ უკან არ უნდა იყურო

ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარებას საჭიროებს, - ამის შესახებ ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, პერ ეკლუნდმა განაცხადა.

მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო და 2012 წელს ჩატარებულ არჩევნებს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ 2012 წლის მსგავსად, ოპოზიციისგან იყო საჩივრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ძალადობისა და დაშინების თაობაზე.

„ჩვენ ამ დღეებში შევხვდით სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს. არის გარკვეული მსგავსებები, რომელიც ცოტა არ იყოს, იმედგამაცრუებელია. მაგალითად, საჩივრები, რომელიც ოპოზიციისგან მოვისმინეთ იყო ის, რომელსაც 2012 წელსაც ვისმენდით. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა, დაშინება, რომელიც ჩემთვის, თუ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაუბრებთ, იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა განვითარებას საჭიროებს. კონფრონტაციები ყოველთვის იქნება, მაგრამ წინსვლის გზა უნდა გამონახო და სულ უკან არ უნდა იყურო. წინ უნდა გაიხედო, გამოსავალი უნდა იპოვო და ყველასთან უნდა ითანამშრომლო“, - განაცხადა პერ ეკლუნდმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს