პრემიერი - ასე მგონია, ტესტი თავისთავად ჩაბარებულია - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წაადგება, კონკრეტულად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე

მე ასე მგონია, ტესტი თავისთავად ჩაბარებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დასავლეთის ქვეყნების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნებოდა“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს.

„რაც შეეხება {საერთაშორისო პარტნიორებთან} ურთიერთობებს, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ამისათვის ვიყავით და ვართ, აბსოლუტურად ღია. დანარჩენი არის კონსულტაციების და ინტერესების საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წაადგება, კონკრეტულად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება