ოუენ მერფი - ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე - ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, თავისუფლად მიეცა ხმა, შიშის გარეშე

სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფმა გამართა გრძელვადიანი სადამკვირვებლო საქმიანობა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, თუ რამდენად შექმნა სტიგმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა. ისინი ინდივიდუალურად დაექვემდებარნენ ზეწოლას საქმიანობის გამო. ეს ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებას, რაც ქვეყანას აღებული აქვს ეუთოს მიმართ. ეს შემაშფოთებელია! - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე.

„19 სექტემბრიდან ჩვენ მივლენილი გვყავს 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ასევე ვაკვირდებოდით კამპანიას სოციალურ ქსელებში, რომელიც რეგულირებას არ ექვემდებარება. ასევე, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა თავდასხმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას. განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე. ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, რომ თავისუფლად მიეცა ხმა შიშის გარეშე. ეს ეწინააღმდეგება ეუთოს მიმართ აღებულ ვალდებულებას და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველ პარტიას ძალიან დიდი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა სხვა კონკურენტებთან შედარებით.

18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე, ჩვენ რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი განვახორციელეთ 6 ტელეარხზე, ორ ონლაინ მედიასაშუალებაში. ეს მონიტორინგი აჩვენებს მიკერძოებას ყველა მედიასაშუალების მაგალითზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო მმართველ პარტიას. აღსანიშნავია უარი პოლიტიკური ლიდერების, რომ მონაწილეობა მიეღოთ დებატებში. ეს ქმნიდა გამოწვევებით სავსე გარემოს“,- აღნიშნა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ამომრჩევლების აღრიცხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ კანონსაწინააღმდეგოა.

„კენჭისყრის დღემდე საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად გაართვა ტექნიკური ასპექტების მმართვას. საზოგადოების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაცია,ზეგავლენა და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბოლო დროს მიღებულმა ცვლილებებმა, ეს ეხება იმას, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც იქნებოდა ოპოზიციის მიერ ნომინირებული, გაუქმდა. რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ახალმა ტექნოლოგიებმა შეამცირა მანიპულირების რისკი, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ 887 უბნიდან 6%-ში უარყოფითად იყო შეფასებული. ამომრჩევლების აღრიცხვა პარტიის წარმომადგენლების მიერ კანონსაწინააღმდეგოა, ასევე ზეგავლენას ახდენს ხმის ფარულობაზე. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ტექნიკა კარგად მუშაობდა, თუმცა გამოწვევა იყო თანამშრომლებსა და ამომრჩევლების შემთხვევაში. ახალი ტექნოლოგების დანერგვა რადგანაც სიახლე იყო, ამან დააბრკოლა რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო პროცესი. მისაწვდომობის მხრივ გაუმჯობესება სახეზე იყო თუმცა 65%-ში რთული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის საარჩევნო უბანზე წვდომა. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და დაშინებას. ასევე კენჭისყრის დღე აღინიშნებოდა დაძაბული გარემოთი“,- აღნიშნა მისიის ხელმძღვანელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება