პია კაუმა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე - ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა.

მან ასევე ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არსებულ პოლარიზებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველა ნაბიჯს კენჭისყრის დღის პროცესის განმავლობაში, რაც უბნების გახსნას, ხმების დათვლას გულისხმობდა. ჩვენი მისიის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით უბნების ნახევარზე იყვნენ წარმოდგენილი. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას შევეხები, რადგან მეც ამ შემადგენლობაშიც მომხსენებლებს შორის უმცირესობას წარმოვადგენ. კენჭისყრის დღემდე სხვადასხვა ქალებს შევხვდი, ასევე შევხვდი აქტიურად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული კვოტების გაუქმება ეს არის უარყოფითი შედეგის მომტანი, ეს აბრკოლებს არა მარტო მათ მნიშვნელოვან როლს, არამედ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მათ მოთხოვნაზე, რომ უფრო მეტი წარმომადგენლობა იყოს მიღწეული.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში არსებობდა. ასევე, უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს. რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა ანგარიშვალდებული იყოს, რომ ყველას თავისუფლება დაცული იყოს“, - განაცხადა პია კაუმამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება