მარკეტა გრეგოროვა - ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა

ვფიქრობ, ის დარღვევები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია ჩვენთვის საიმისოდ, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, სამართლიანად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მოხდება იმ ნაბიჯებზე დაკვირვება, რომლებსაც საქართველოს ახლად ფორმირებული ხელისუფლება გადადგამს.

"რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დაკვირვებაც იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება გადადგამს განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით და ოპოზიციური პარტიების ნებისმიერი პოტენციური აკრძალვის მიმართულებით, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ დაადასტურებს დემოკრატიულ უკუსვლას.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ველი, რომ pace-ს მოსმენის შემდეგ, ის გაიზიარებს შეხედულებას, რომელიც ჰქონდა ევროპარლამენტს და რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო გაწევრიანების მოლაპარაკებები, არ იქნება შეცვლილი. როგორც უკვე ვთქვი, ყველა დააკვირდება მომავალ ნაბიჯებს, რომელსაც გადადგამს ახლად შექმნილი ხელისუფლება", - განაცხადა გრეგოროვამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს