საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური ენა, კულტურა, იდენტობა და თვითმყოფადობა ღირებულია, მისი შენარჩუნება და დაფასება კი, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, აფხაზური ენა, როგორც საქართველოს მრავალფეროვანი კულტურისა და ერთიანი უნიკალური ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილი და ფასეულობა, აფხაზურ საზოგადოებასთან ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლია.

„წლების განმავლობაში აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და იდენტობა, ისევე როგორც კულტურული თვითმყოფადობა, გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მის გადარჩენაზე, შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და შერიგების გზაზე, რაც გამყარებულია როგორც ამ ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით.

საქართველოს მთავრობის ურყევი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა და ზრუნვა აფხაზური ენის დაცვის, კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის, ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთი არსებითი მნიშვნელობის მატარებელი ფაქტორია აფხაზური საზოგადოების წევრებთან, ერთობლივ წარსულზე დამყარებული მტკიცე კულტურული კავშირებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან და ძლიერ საქართველოში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს