ოლექსი გონჩარენკო - მმართველმა პარტიამ არჩევნები იყიდა

დაისვა კითხვა პრესკონფერენციაზე, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია - ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე, განსაკუთრებით სოფლად, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ამას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვუწოდოთ. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, მაგრამ ახლა ბევრმა ჩემმა კოლეგამ განაცხადა იგივე. როცა ვხედავთ საარჩევნო უბნებიდან შედეგებს, რომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ 94 პროცენტი აქვს, მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: რატომ 194 პროცენტი არა? ეს არის ძალიან, ძალიან უცნაური რამ, ეს სსრკ-ში დაბრუნებას ჰგავს და არა დემოკრატიული ქვეყნის შედეგს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები იყიდა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა გარკვევით განაცხადა, რომ ვნახეთ ამომრჩევლების დაშინება, ძალიან უხეში საარჩევნო კლიმატი, განსაკუთრებით სოფლების ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლებისთვის რთული იყო თავისუფლად გამოეხატათ თავიანთი აზრი. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია. დაისვა კითხვა, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია - ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე. შედეგები სოფლად მმართველმა პარტიამ იყიდა. თუ გადახედავთ შედეგებს ოლქებში სოფლების ტერიტორიაზე 70-დან 80-90 პროცენტამდე. ჩვენ აბსოლუტურად არ გვჯერა ამის“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს