ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ ბრალდებები - მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს ეს ბრალდებები

მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.

„ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“, - აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

მისი განმარტებით, „MEGOBARI აქტი“ შეეცდება დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში.

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, - აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს