რობინ ვაგენერი - საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო - კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე

საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა ისაუბრეს მძიმე დაშინებაზე, ძლიერ გამყოფ რიტორიკასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა განაცხადა.

„ეს შემაშფოთებელი დასკვნები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამგვარად, არჩევნები უაღრესად იმედგაცრუებული უკუსვლაა იმ ქართველებისთვის, რომლებსაც დემოკრატიული, ლიბერალური და ევროპული საქართველოს იმედი აქვთ“, - წერს გერმანელი პარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება, თუ მთავრობა ამჟამინდელ კურსს შეინარჩუნებს.

„კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ საქართველოს მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე. უნდა გაუქმდეს დისკრიმინაციული და გამყოფი კანონები, როგორიცაა გამჭვირვალობის/აგენტების კანონი და ანტი ლგბტქ ადამიანების კანონის პაკეტი“, - წერს რობინ ვაგენერი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!