მამუკა მდინარაძე - წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგები დაახლოებით 190 000 ხმით გააუმჯობესა, როდესაც რადიკალურ აგენტურულ პარტიებს 60 000-ით ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ამას ვერ ეგუებიან

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი „ქართულ ოცნებას" და საკუთარ სამშობლოს დაუჭირეს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა ქვეყნის გარედან თუ შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსხვავებით ოპოზიციისა, მმართველი პარტიის მისამართით საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა და აცხადებს, რომ ახლა ოპოზიცია სოციალურ ქსელში ამომრჩევლებს ლანძღავს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ემიგრანტებს, რომლებმაც მასშტაბური ბულინგისა, მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, რომლებმაც უზრუნველყვეს, მთელს წინა საარჩევნო პერიოდში, რომ კანონით დაკისრებული მოვალეობები პირნათლად შეესრულებინათ და უზრუნველყოფილიყო ისეთი გარემო, მათ შორის ცესკოსა და სხვადასხვა სამსახურებს, რომლებზეც დიდი პასუხისმგებლობა იყო დაკისრებული, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის, რომლებმაც უზრუნველყვეს, თავის მხრივ, რომ დღეს ვერცერთი სადამკვირვებლო მისია, მიუხედავად უკიდურესი ტენდენციურობისა, ერთ სიტყვას რეალობასთან შემხებლობაში სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით ვერ ამბობს.

2020 წლისგან განსხვავებით, ფეიკ კამპანიაც არ გამოდის, ვერ დაასახელეს რაიმე არგუმენტი რაც შეიძლება შემხებლობაში ყოფილიყო ოდნავ მაინც რეალობასთან, წინა შემთხვევაში რაღაცას იგონებდნენ.

საერთო ჯამში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საარჩევნო შედეგები დაახლოებით 190 000 ხმით გააუმჯობესა. მაშინ, როდესაც რადიკალურ აგენტურულ პატებს, რომლებსაც რაღაცაზე ჰქონდათ ამბიცია, 60 000-ით ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ამას ვერ ეგუებიან და დგანან ახლა და სოციალურ ქსელებში ლანძღავენ ამომრჩევლებს, სხვა რომ არაფერი დარჩათ მეტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო