სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე - ეს იყო ტოტალური გაყალბება - ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის

ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებისათვის გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები.

“მინდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გამოვუცხადო საქართველოს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არვის აქვს უფლება, რომ წაგვართვას ევროპული მომავალი.

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც უთანასწორო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში, რათა დაეცვათ თქვენი ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა დარღვევა მაქსიმალურად, რაც შეეძლოთ დაფიქსირებულიყო, მაგრამ იმდენი იყო დარღვევა და ისეთი სხვადასხვა ფორმის, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რომ ყველაფერი აღებეჭდათ მათ თავიანთ გადაცემებში.

ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს - ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გინახავთ სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ამ ქვეყანაში, რაც გამოიყენება არჩევნების გასაყალბებლად, პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს