პრეზიდენტი - მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს -  ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს

მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს - ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება“.

„მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს: ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან გაკეთდა. ყველანი მადლობელი ვართ ამ განცხადებებისთვის, მაგრამ საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მოსახლეობა, მათი უფლებები, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები, როგორც დაიცავით საქართველო და დადექით მოსახლეობის მხარეს, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა მიეღო და მიიღო „რუსული კანონი“, ასევე, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ ჩვენ გვერდით, მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს