ნიკა მელია - ყველამ ოპოზიციაში და პრეზიდენტმა გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის - ჩვენ არ გავხდებით რუსული გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი

ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობა იყო, ყველამ ოპოზიციაში და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, საქართველო არ გახდება რუსული გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი.

“ალბათ გავა პერიოდი და დღევანდელ შეკრებას ისტორიული შეკრების ხასიათი მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობა იყო, ყველამ ოპოზიციაში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის, ბრძოლა გრძელდება ღირსებისთვის, სიმართლისთვის, ევროპისთვის, ძლიერი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის, ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში არა თუ არჩევნები გაყალბდა და გადაიწერა შედეგი, არჩევანი არ ჩატარებულა.

რატომაც გამოვდიოდით რუსთაველზე და ბრძოლა რატომაც გვიწევდა, ახლაც ამიტომ უნდა გამოვიდეთ. ჩვენ არ გავხდებით რუსული გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი, საქართველო იქნება დასავლური გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი, ვისაც სურს რუსული პოლიტიკა, ის არ გამოვა. ვისაც სურს ძლიერი სახელმწიფო, მდიდარი მოქალაქეებით, ტრადიციული ოჯახებით, აი ის ხალხი გამოვა, ჩვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება