ანა დოლიძე - "ძლიერ საქართველოში" გავაკეთებთ შტაბს, სადაც შევაგროვებთ გაყალბების მტკიცებულებებს

ჩვენ "ძლიერ საქართველოში" გავაკეთებთ შტაბს, სადაც შევაგროვებთ მტკიცებულებებს, იმიტომ, რომ ეს [არჩევნების გაყალბება] არ არის ვიღაცის კუდრაჭობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, მიმდინარეობს გეგმის შემუშავება და ბრძოლა იქნება სხვადასხვა ფორმით.

„საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობრებს, დამკვირვებლებს შევატყობინებთ ჩვენ პროტესტს, ჩვენს რისხვას. გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. ბრძოლა, ალბათ, სხვადასხვა ფორმით იქნება.

მე იმედი მაქვს, რომ ბრძოლა მალე მოიტანს შედეგს იმიტომ, რომ მარტო დარჩენილი "ქართული ოცნება", რომელიც თავის თავს ელაპარაკება, თავად "ქართული ოცნებისთვისაც" არ არის საინტერესო", - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება