ირაკლი კობახიძე - დარღვევები ყველგან ხდება - არჩევნების ზოგადი შინაარსი დემოკრატიული არჩევნების პრინციპს შეესაბამებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე BBC-სთან ინტერვიუში არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„დარღვევები ყველგან ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ არჩევნების დღეს, ან მანამდე მომხდარი ეს დარღვევები, მაგრამ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ ოპოზიცია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი 2016, 2020 და 2021 წლებშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

„რა თქმა უნდა, მათ ახლა სხვა გზა არ აქვთ, მათ უნდა უთხრან მხარდამჭერებს, რომ ან ატყუებდნენ, ან ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებში ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა პირველად გამოიყენეს და რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდა. „მანიპულაციისთვის ადგილი ნულია“, - დასძინა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს