ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოსაძიებლად

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების გამო, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ხაზს უსვამს, რომ არჩევნები ჩატარდა გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე.

„ამავდროულად, განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისასალმებელია ქართველი ხალხის დიდი ინტერესი ამ არჩევნების მიმართ - როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართული საზოგადოების ინტერესი მათი პროგრესისა და შედეგის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს მოსაზრება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს განხორციელებულ სერიოზულ დარღვევებზე, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლებზე ზეწოლას და ამომრჩეველთა დაშინებას.

„ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები და უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს მთავრობამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას გამოხატონ თავიანთი აზრი ყველა დემოკრატიული პრინციპის შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებზე. არჩევნების შედეგები ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლატვიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ გააგრძელებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება