იაპონიის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

იაპონიის მმართველმა კოალიციამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, რაც ყველაზე ცუდი შედეგია პარტიისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მმართველმა კოალიციამ გუშინ გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, პარლამენტში 215 მანდატი მოიპოვა, უმრავლესობისთვის კი 233 ადგილი იყო საჭირო. უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ (CDP) კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა. პარტიის ლიდერმა, იოშიჰიკო ნოდამ განაცხადა, რომ აპირებს სხვა პარტიებთან მუშაობას მოქმედი მმართველების განდევნის მიზნით.

„ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ახალმა ლიდერმა, შიგერუ იშიბამ მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს მიიღებენ.

”ამომრჩევლებმა გამოგვიტანეს მკაცრი განაჩენი და ჩვენ თავმდაბლად უნდა მივიღოთ ეს შედეგი. იაპონელმა ხალხმა გამოხატა თავისი ძლიერი სურვილი, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ გახდეს პარტია, რომელიც მოქმედებს ხალხის ნების შესაბამისად,” - განაცხადა შიგერუ იშიბამ.

BBC-ი წერს, რომ შიგერუ იშიბამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერ-მინისტრად ფიცის დადებამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნა, მაგრამ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვამ ახლა მისი პოლიტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს