ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სოციალ-დემკრატიული“ პარტია ლიდერობს.

ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, მემარცხენე ცენტრისტულმა პარტიამ 141 წევრიან პარლამენტში 52 მანდატი მოიპოვა, მმართველი კონსერვატიული „სამშობლოს კავშირის პარტია“ კი 28 მანდატით მეორე ადგილზე გავიდა.

„სოციალ-დემკრატიულ“ პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომ „დემოკრატიულ კავშირსა“ და „ფერმერების და მწვანეთა კავშირთან“ კოალიციის შექმნას გეგმავს.

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით იმართება. პირველი ტური 13 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველი, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, სეიმის 70 წევრს ირჩევს. მათ შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებმაც ხმების 50%-ზე მეტო მოიპოვეს. მეორე ტურში ამომრჩევლებმა არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთეს. საპარლამენტო მანდატებისთვის 14 პარტია და ერთი კოალიცია იბრძვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება