ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ

განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დადებითი ანგარიში არ მოეწონათ.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც განსაკუთრებული როლი ჰქონდა დაკვირვების პროცესში, მთავარი მისია სწორედ ეუთო/ოდირის მისია გახდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები უკმაყოფილო გახდნენ იმ შეფასებით, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა გააკეთა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ევროპელ პარტნიორებს ეხებათ, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტები გამოვიდნენ და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას იქიდან გამომდინარე, რომ მათ შემაჯამებელი ანგარიში არ მოეწონათ. ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ არჩევნებთან დაკავშირებით დადებითი შეფასებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება