პრემიერი - მთავრობა პარლამენტს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს განახლებულ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ქართველმა ხალხმა უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა და ეს უპრეცედენტო ნდობა ქართველი ხალხის წინაშე გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. გვაქვს ამბიციური ამოცანები, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ გასული კვირების განმავლობაში. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში მოგვიწევს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით წარვდგეთ. ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა. ამ პროგრამას აქვს საერთო მიზანი. ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველია შექმნილი. მთლიანობაში, ამ 12-წლიანმა პერიოდმა და განსაკუთრებით ამ ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა 4 წლის თავზე განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავიდეს, რაც არის ჩვენი, სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს